მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კომპანია IKnow-მ დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი “ვებინარები 1C პლატფორმაზე”, რომელიც ემსახურება საზოგადოების აქტიური მდგომარეობის შენარჩუნებას.
IKnow-ს გუნდი უზრუნველყოფს ვებინარების სერიის ჩატარებას, რომლის მიზანია მსმენელებისთვის სრულიად უფასოდ პროფესიული გამოცდილების გაზიარება. პროექტის მიზანია შეიძინოთ ახალი უნარები ან გაიმყაროთ 1C-ის პლატფორმაზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფების, შესაბამისი ბიზნეს-პროცესების ცოდნა და გახდეთ კონკურენტული შემდეგ პოზიციებზე დასასაქმებლად:
- • მოლარე-ოპერატორი/მაღაზიის ადმინისტრატორი
- • ბუღალტერი
- • 1C ბაზის ადმინისტრატორი
- • დისტრიბუციის ოპერატორი/საწყობის მენეჯერი
მნიშვნელოვანია:
- • ვებინარები ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით
- • თითოეული ვებინარის ბოლოს შესაძლებლობა იქნება ონლაინ რეჟიმში დასვათ კითხვები და მიიღოთ კომპეტენტური პასუხები
- • ვებინარების ჯგუფები დაყოფილი იქნება ინტერესის სფეროს, გამოცდილებისა და დროის მიხედვით (თქვენზე მორგებული გრაფიკით)
წარმატებულ მსმენელებს კომპანია „IKnow“ გაგიწევთ რეკომენდაციას პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმების მიზნით ან შემოგთავაზებთ ჩვენსავე კომპანიაში სტაჟირების გავლას.
პირველი ვებინარი გაიმართება 14 აპრილს, 17:00 საათზე, სადაც მოგიყვებით ავტომატიზაციის როლის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში, გავაკეთებთ 1C პლატფორმის მიმოხილვას და დეტალურად გაგაცნობთ მომდევნო ვებინარების სტრუქტურას. ასევე, სიამოვნებით მოვისმენთ და ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს.
პირველი ვებინარის თემა: ავტომატიზაციის როლი თანამედროვე მსოფლიოში და 1C პლატფორმის მიმოხილვა
პირველი ვებინარის თარიღი: 14 აპრილი
დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 18:30
ღონისძიების ბმული:
ვებინარებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/3XUdFqzFuopWbeYPA
დასწრება თავისუფალია