კომპანია წარმოადგენს გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებულ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ორიენტირებულია თქვენი კომპანიის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ჩვენ არ ვყიდით პროდუქტს, ჩვენ ვსწავლობთ თვენს საჭიროებებს და ვემსახურებით თქვენს მიზნებს, შედეგად კლიენტი იღებს სწორად შერჩეულ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბიზნესის მართვის მეტ ეფექტურობას.
კომპანია აინოუ უზრუნველყოფს კლიენტის ERP და სხვა ტიპის მართვის ავტომატიზირებული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია უკვე დააფასეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან – საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელი მეტრო მარტი, ტექნიკის სავაჭრო ქსელი ოქეი, სამშენებლო ტექნიკის გიგანტი კატერფილარი და სხვა.