ბიზნეს პროცესების შესწავლა და მათი კომპლექსური ანალიზი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიისთვის მართვის ავტომატიზირებული სისტემის სწორ შერჩევასა და შემდგომ ოპტიმიზაციას
მართვის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის პროცესში სწორი მენეჯმენტი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ის დიდწილად განაპირობებს როგორც პროექტის ოპტიმალურ ვადებს, ასევე მის ბიუჯეტს. არასწორი მართვის შემთხვევაში ხშირია როგორც დროითი, ასევე თანხობრივი გადაცდენები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მინიმიზირებული იქნება ჩვენი მართვის პირობებში
მართვის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის შემდგომ, აუცილებელია მისი მუდმივი მხარდაჭერა პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის, ახალი თანამშრომლების გადამზადებისთვის, გაჩენილი კითხვებისა და საკითხების გადაჭრისთვის
კადრების კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბიზნესი ემზადება ახალი მართვის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვისა და გამოყენებისთვის. დეტალიზებული და კლიენტზე მორგებული ტრენინგები უზრუნველყოფს კადრების მეტ ეფექტურობას და შესაბამისად, გავლენას ახდენს დანერგვის პროცესზე, შემდგომ კი უშუალოდ ბიზნესზე
მართვის ავტომატიზებული სისტემებისეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა პროფესიონალთა ოპერატიული მხარდაჭერა. კომპანია "აინოუ" გთავაზობთ მხარდაჭერის მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გარანტირებული, კვალიფიციური მომსახურების მიღება
თანამედოვე ტექნოლოგიების დღევანდელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროა კარგად გააზრებული და პროფესიონალურად გამართული IT ინფრასტრუქტურა, რომელიც ურუნველყოფს სისტემების შეუფერხებელ და სტაბილურ მუშაობას. კომპანია ''აინოუ''- ს დახმარებით, თქვენ შეძლებთ თქვენსავე საჭიროებებზე მორგებული IT ინფრასტრუქტურის შექმნას და სტაბილურობის უზრუნველყოფას
დღევანდელ პირობებში IT ინფრასტრუტურის გამართული მუშაობა შეუძლებელია პროფესიონალური ადმინისტრირების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას, უსაფრთხოებასა და პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას